საოპერაციო მენეჯერი
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
პოზიციის დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
პოზიციის მიზანი: კომპანია "მისტერ მასტერის" მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა (დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი), შესაბამისი სამუშაო პროცედურების დაცვით, ტექნიკური ოპერაციების გამართული და ეფექტიანი მართვა, გუნდის შედეგიანობის ზრდა, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა, რათა კომპანიამ სტაბილურად მიაღწიოს საოპერაციო და ბიზნეს მიზნებს.
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 net ლარი
- კვარტალური პრემია: KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე
- სამუშაო გრაფიკი: სრული
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მენეჯმენტი);
- აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა და კონტროლი.
- ტექნიკოსების ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინური ქცევის მონიტორინგი;
- რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, ტექნიკოსების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში;
- გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
- სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
- გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე
ზოგადი კომპეტენციები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი