საოპერაციო მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია IBEX logistics აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ. (13:00-14:00 შესვენება).
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) და ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორ კომპანიებთან და საწყობთან ურთიერთობა.
- ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან.
- შეკვეთის მიღება-დამუშავება.
- სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება.
- მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი.
- შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
- საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოგისტიკის ან ბიზნესის მიმართულებით).
- სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში მინიმუმ 1-2 წელი.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა.
- აუცილებელია ინგლისური ცოდნა.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- ორგანიზებულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.