საოპერაციო მენეჯერი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

საოპერაციო მენეჯერი

₾2000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-მდე თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1800-2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დახარვეზებული სესხების მონიტორინგი;
** ამონაწერების ასახვა;
** გადარიცხული და დაბრუნებული თანხების პროგრამულად ასახვა;
** ბაზების მონიტორინგის დამუშავება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება;
** სესხებზე მონაცემების დაკორექტირება;
** სესხზე სტატუსის მინიჭება;
** ვერიფიცირებული ნომრების მონიტორინგი;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** პორტფელების პროგრამაში შეტვირთვის სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი;
** ინსტრუქციის შესაბამისად სესხებზე დელეგირების შეცვლა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება;
** თანამშრომლის ჩაშტატვა და შესაბამისი სამუშაო პორტფელის გადაწერა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სრულყოფილად);
** გამოცდილება მინიმუმ 1 წელი საოპერაციო მიმართულებით.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " საოპერაციო მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ