საოპერაციო დირექტორი
კომპანია, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური მასალებისა და ინტერიერის აქსესუარების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს და წარმატებით ოპერირებს როგორც B2B, ისე B2C სექტორში, აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის (COO) პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია კომპანიის მასშტაბური ბიზნეს პროცესების სტრატეგიული მართვა, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდა და გუნდის შედეგებზე ორიენტირებული ლიდერობა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის შემუშავება, მართვა და ეფექტურობის მუდმივი ოპტიმიზაცია;
- საოპერაციო ბიუჯეტირება, ხარჯების კონტროლი და ფინანსური დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა;
- ლოგისტიკისა და სასაწყობო მეურნეობის ხარჯების მუდმივი კონტროლი და სისტემური გაუმჯობესება;
- მასშტაბირებადი საოპერაციო სისტემების, პროცედურებისა და რეპორტინგის სტრუქტურების დანერგვა;
- ანგარიშვალდებულების მექანიზმების შექმნა კომპანიის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;
- დიდი მოცულობის მარაგების მართვისა და ინვენტარიზაციის პროცესების სრული ადმინისტრირება;
- დინამიური და მზარდი გუნდის (50-ზე მეტი თანამშრომელი) ხელმძღვანელობა, მოტივირება და KPI მართვა;
- არსებული ERP სისტემის (Business Central) შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება და პროცესების ავტომატიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
- მინიმუმ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მართვის ლიდერულ პოზიციებზე;
- ERP სისტემების (Business Central, SAP ან Oracle) სრულყოფილი ცოდნა;
- KPI და შეფასების სისტემების შემუშავებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული ან თურქული ენის ფლობა მინიმუმ C1 დონეზე.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 8000 GEL (Net) + საბონუსე სისტემა;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შეინახოს 1 წლის განმავლობაში. მონაცემების შენახვის მიზანია თქვენი კანდიდატურის განხილვა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ვაკანსიებზე, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენს გამოცდილებას.
ვინაიდან შერჩევის პროცესს მართავს რეკრუტირების მომსახურების მომწოდებელი (Talent Source), თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი მონაცემები განხილვის მიზნით გაზიარდეს ამ ვაკანსიის დამკვეთ პარტნიორ კომპანიასთან. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება, მათი შესწორება ან ბაზიდან სრულად წაშლა.