სანტექნიკოსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის სანტექნიკოსი
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი
- უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი
- განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- წყალგაყვანილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების დროული მოგვარება;
- სამხედრო სკოლაში წყალგაყვანილობისა და წყალასადინარების სისტემის ცოდნა და მისი გამართული მუშაობის კონტროლი;
- ყოველდღიურად აწარმოოს კადეტთა სამხედრო სკოლაში არსებული ყველა ობიექტის გეგმური დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს გამართულობის შესახებ, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
- დგუშების, წყალგაყვანილობის სისტემებისა და სხვა ობიექტების შემოწმება-რემონტი;
- განაცხადების დროულად წარმოდგენა სათადარიგო ინვენტარისა და ინსტრუმენტების მიღებაზე;
- ყოველდღიურად შეამოწმოს შენობაში არსებული საკანალიზაციო სისტემა;
- უზრუნველყოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები: უზრუნველყოს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება
ხარისხი (სავალდებულო)
საშუალო
სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
ხარისხი (სასურველი)
საშუალო-პროფესიული
სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
ცოდნა
- სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
- ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა
- ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა
კომპეტენციები: კომუნიკაცია
უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
- კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ხელფასი: 1417 ლარი