სანიტარი- ქუთაისი
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე სანიტრის პოზიციაზე.
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი , ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
- თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
- წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- ნარჩენების შეგროვება და გატანა სპეციალურ სათავსოში;
- სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირება;
- შიდა სტანდარტების შესრულება;
საჭირო უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წესებისა და პროცედურების დაცვა;
- ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.