სანიტარი
"ჩაჩავა"-ს კლინიკა აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.
"ჩაჩავა"-ს კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
პიროვნული უნარ-ჩვევები: შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობიანი, პაციენტების მიმართ კეთილგანწყობილი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე კუთვნილ დროს შესაბამისი ფორმით
- უზრუნველყოს კლინიკის ტერიტორიაზე სისუფთავე შესაბამისი სტანდარტების დაცვით
- დაიცვას ინდივიდუალური უსაფრთხოების წესები, ინსტრუქციის შესაბამისად.
გრაფიკი: 2 დღე მუშაობა/2 დასვენება
ანაზღაურება: 1000 ლარი
დამატებითი ბენეფიტი: ულიმიტო სამგზავრო ბარათი, ფასდაკლება კვებასა და კლინიკის სერვისებზე.