სამუშაოთა მწარმოებელი/პრარაბი- ბათუმი — ჰოუმსაიდ ბათუმი

ჰოუმსაიდ ბათუმი

სამუშაოთა მწარმოებელი/პრარაბი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის/პრარაბის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ მართვას, კოორდინაციასა და შესრულების კონტროლს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პროექტისა და გრაფიკის შესაბამისად;
  • სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების მიღების, გამოყენებისა და ხარჯვის მონიტორინგი;
  • სამუშაოს შესრულების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;
  • ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ჟურნალებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროექტის ხელმძღვანელთან, მთავარ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან ყოველდღიური კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
  • ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ბრიგადების შესრულებისა და მასალების ხარჯვის აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მასალების კარგი ცოდნა;
  • სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
  • სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა; AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლიდერული უნარები და გუნდის მართვის შესაძლებლობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.