სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი — აქსჯი

აქსჯი

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აქსჯი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბი) პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ვადების კონტროლი, მონიტორინგი, ცვლილებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში.
  • პროექტზე დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო გეგმის გაცნობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
  • სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიღება, აღრიცხვა და სწორად გამოყენების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა.
  • პროექტის მსვლელობის მართვა და კონტროლი/ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა

მოთხოვნები:

  • სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად წაკითხვის უნარი;
  • ტექნიკური და სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი