სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ოსტატი
ა. ი. პ ასოციაცია "ატუ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ოსტატი - 2 სპეციალისტი.
სამუშაო ადგილი ქ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- მშენებლობის ოსტატი დავალებას იღებს ობიექტის სამუშაოთა მწარმოებლის მიერ და ემორჩილება მას
- მშენებარე ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა
- ორგანიზება გაუკეთოს ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს
- გასცეს დავალება მომუშავე ბრიგადის წევრებზე და აკონტროლოს შესრულება
- მოითხოვოს და მკაცრად აკონტროლოს სამუშაოების მიმდინარეობის დროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- სამშენებლო სამუშაოები აწარმოო პროექტთან შესაბამისობაში და სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით
- ობიექტზე აწარმოოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტაცია (სამუშაოთა წარმოების, მასალების მიღების, ბეტონის წარმოების ჟურნალები, ფარული სამუშაოების აქტები და სხვა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა WORD, EXEl
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 3000 ლარი-დან (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციიდან გამომდინარე
- 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 39დ