სამშენებლო პროექტის ადმინისტრაციულ-ფინანსური ასისტენტი — ბრიტანია ქონსთრაქშენ

ბრიტანია ქონსთრაქშენ

სამშენებლო პროექტის ადმინისტრაციულ-ფინანსური ასისტენტი

₾2000-2500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის ადმინისტრაციულ-ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ

კომპანია ოპერირებს თბილისში.

შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთელ განსაზღვრულ დღეს.

ძირითადი მოვალეობები

  • ქვეკონტრაქტორების ფინანსური კონტროლი
  • ქვეკონტრაქტორების გადახდების სრული აღრიცხვა
  • ვალდებულებების (liabilities) კონტროლი
  • გადახდების ისტორიის წარმოება და განახლება/მართვა
  • გადახდების პროგნოზების მომზადება
  • გადახდების პროცესის ადმინისტრირება
  • გადახდების სიის (payment list) მომზადება
  • გადახდების პრიორიტეტების წინასწარი განსაზღვრა
  • გადახდისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
  • ბუღალტერიასთან ინფორმაციის გადაცემა
  • ქვეკონტრაქტორების კონტრაქტების ადმინისტრირება
  • ხელშეკრულებების შაბლონების შევსება კონკრეტული პროექტისთვის
  • კომერციული პირობების სტრუქტურირება
  • ქვეკონტრაქორების ხელშეკრულებების კონტროლი
  • ქვეკონტრაქტორების მიღება-ჩაბარებები და სხვა დოკუმენტაცია
  • ფორმა 2 / მიღება-ჩაბარებების მომზადება
  • შესრულებული მოცულობების გადამოწმება კონტროლი.
  • გენერალური ხელშეკრულების ადმინისტრირება
  • კლიენტთან არსებული კონტრაქტის ვადების კონტროლი
  • notice / submission / milestone / response deadline-ების მონიტორინგი
  • საჯარიმო რისკების პრევენცია
  • ფინანსური დაგეგმვა და ანალიტიკა
  • პროექტის მინი cash-flow-ის მომზადება
  • ფინანსური გეგმა-გრაფიკის შედგენა (კალენდარული გეგმის მიხედვით)
  • ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • ქვეკონტრაქტორების კომერციული მხარდაჭერა
  • შეთავაზებების შეგროვება
  • პირველადი მოლაპარაკებების წარმოება
  • ფასების და პირობების შედარება
  • საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ინფორმაციის მომზადება
  • დოკუმენტაციის და მიმოწერის კონტროლი
  • submittal / transmittal register-ის წარმოება
  • დოკუმენტების გაგზავნა და სტატუსის კონტროლი
  • პროექტის დოკუმენტწარმოება
  • რეპორტინგი და კომუნიკაცია
  • ფინანსური და ადმინისტრაციული რეპორტების მომზადება
  • პროგრესის შეხვედრების დაოქმება (minutes of meetings)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელი:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბიზნეს ადმინისტრაციაში / ეკონომიკაში
  • მინიმუმ 2–4 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
  • Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა
  • ფინანსური მონაცემების ანალიზის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაცია + სასურველია კომუნიკაცია)

სასურველი:

  • სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კონტრაქტების ადმინისტრირების გამოცდილება
  • ბუღალტრულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია FINA)

უნარები და კომპეტენციები

  • მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება
  • სისტემური და სტრუქტურირებული აზროვნება
  • პასუხისმგებლობა ფინანსურ მონაცემებზე
  • ორგანიზაციული უნარები
  • კომუნიკაციის უნარი
  • კონტროლის და “დაჭერის” უნარი