სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი- ბათუმი
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), ხოლო შაბათს 10:00-დან 16:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 6 სამუშაო დღე.
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ზედამხედველობა;
- შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან;
- კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი;
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი (QA/QC);
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების მოცულობის კონტროლი;
- დეფექტების (Snag/Punch List) გამოვლენა, აღწირცვა, შესაბამისი აქტების მომზადება და გამოსწორების კონტროლი;
- რეპორტებისა და ფორმების წარმოება. ყოველდღიური/კვირეული პროგრესის ანგარიშების მომზადება;
- პროექტის საერთო და დეტალური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვადებისა და შესრულების მონიტორინგი, კონტროლი, შეუსაბამობის რეპორტინგი შესაბამის პირებთან.
დამატებითი ფუნქციები:
- პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ზედამხედველის/მენეჯერის მითითებების შესრულება;
- არქიტექტურული, კონსტრუქციული და MEP სამუშაოების კოორდინაცია, ანალიზი და მშენებლობის პროცესში სწორი იმპლემენტაციის მონიტორინგი;
- უსაფრთხოების ნორმებისა და HSE მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი;
- სამშენებლო შეხვედრებში მონაწილეობა, გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- ტესტირებისა და კომისიონინგის პროცესებში მონაწილეობა, შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
- ობიექტზე ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის კოორდინაცია;
- დამსაქმებლის და პროექტში ჩართული მესამე პირების გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის დროული გაცვლა.
კვალიფიკაცია/განათლება და უნარ-ჩვევები:
- სამშენებლო პროექტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა;
- ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების პროცედურების ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა (BIM/Revit გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ტექნიკური ცოდნა;
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ან საინჟინრო მიმართულებით.