სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი
Domus Development ეძებს სამშენებლო ობიექტის ზედამხედველს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ ტექნიკურ ზედამხედველობაზე და უზრუნველყოფს კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას დამტკიცებულ პროექტთან, ხარისხის სტანდარტებთან, ვადებთან და მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა.
- სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, სამშენებლო ნორმებსა და მოქმედ რეგულაციებთან.
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება, შეუსაბამობების გამოვლენა, მათი დროული აღმოფხვრის კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება და ფორმა №2-ის შესაბამისობის დადასტურებაში მონაწილეობა.
- ფარული სამუშაოების, შესაბამისი აქტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურება.
- სამშენებლო პროცესში ტექნიკური, საოპერაციო და ხარისხთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
- სამშენებლო მასალების, ლაბორატორიული კვლევებისა და გამოცდების შესაბამისობის კონტროლი მოქმედი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
- პროექტის მენეჯერთან, საპროექტო გუნდთან და კონტრაქტორებთან ეფექტიანი კოორდინაცია პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.
- ობიექტზე შესრულებული სამუშაოების პროგრესისა და გამოვლენილი საკითხების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება.
- ხარისხის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (პროცედურები, ინსტრუქციები, ფორმები, checklist-ები) შექმნა, განახლება და წარმოება.
- პროექტისთვის ხარისხის მართვის გეგმის (Quality Management Plan) შემუშავება და დანერგვა.
- ხარისხის შემოწმებების, ტესტირებისა და გამოვლენილი შეუსაბამობების (NCR) ჩანაწერების წარმოება და არქივირება.
- პერიოდული შიდა აუდიტების ორგანიზება და ჩატარება ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის შესაფასებლად.
- საველე პერსონალისა და კონტრაქტორების ინსტრუქტაჟი/ტრენინგი ხარისხის სტანდარტებსა და პროცედურებზე.
- ხარისხის მართვის სისტემის უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა (lessons learned, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, მშენებლობის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით.
- სამშენებლო ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- სამშენებლო ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
- სამშენებლო ტექნოლოგიების, ხარისხის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კარგი ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები.
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.