სამშენებლო ობიექტის ტექნიკური კოორდინატორი — ბრიტანია ქონსთრაქშენ

ბრიტანია ქონსთრაქშენ

სამშენებლო ობიექტის ტექნიკური კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ

ლოკაცია: თბილისი

ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტების ოპერაციული კონტროლი და კოორდინაცია
  • ყოველდღიური კომუნიკაცია საიტ მენეჯერებთან
  • ტექნიკური საკითხების კუთხით ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მხარდაჭერა
  • საიტ მენეჯერებისგან ვადების და პასუხისმგებლობების მოთხოვნა
  • პრობლემების იდენტიფიცირება და ესკალაცია
  • შესრულებული სამუშაოების სტატუსის შეგროვება და კონსოლიდაცია
  • გეგმა-გრაფიკის მართვა და კონტროლი
  • MS Project-ში გეგმა-გრაფიკის წარმოება და განახლება
  • რეალური პროგრესის შედარება გეგმასთან (Plan vs Actual)
  • ჩამორჩენების იდენტიფიცირება
  • რისკების დაფიქსირება და კომუნიკაცია პროექტის მენეჯერთან
  • ტექნიკური დოკუმენტაცია და ინჟინრული მხარდაჭერა
  • საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი
  • სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლა
  • ტექნიკური დავალებების მომზადება ქვეკონტრაქტორებისთვის
  • შესყიდვების პროცესში მონაწილეობა (მასალების სპეციფიკაციების დაზუსტება)
  • ხარისხის კონტროლი (QA/QC მხარდაჭერა)
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის მონიტორინგი
  • შეუსაბამობების დაფიქსირება
  • QA/QC დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობა
  • პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მენეჯმენტი
  • საინჟინრო დოკუმენტების წარმოება
  • Method Statement (MST) დოკუმენტების მომზადება
  • QA/QC Plan-ის მომზადებაში მონაწილეობა
  • RFI (Request for Information) ფორმების წარმოება
  • პროექტის დოკუმენტაციის სტრუქტურირება და მართვა
  • რეპორტინგი და მონაცემების ცენტრალიზაცია
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული პროგრესის რეპორტები
  • ყოველთვიური მოხსენებითი ბარათების მომზადება
  • პროექტების სტატუსის კონსოლიდაცია
  • რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და მენეჯმენტი
  • ქვეკონტრაქტორებთან ტექნიკური მხარდაჭერა
  • ტექნიკური ინფორმაციის მომზადება ადმინისტრაციულ-ფინანსური ასისტენტისთვის
  • საპროექტო მოთხოვნების განმარტება
  • ტექნიკური საკითხების კუთხით მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიაში / არქიტექტურაში
  • მინიმუმ 2–4 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტებზე
  • ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი
  • სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლის გამოცდილება
  • MS Project-ის ცოდნა
  • Excel-ის კარგი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციის დონეზე)

სასურველია:

  • AutoCAD / ArchiCAD ცოდნა
  • QA/QC პროცესებში გამოცდილება
  • მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის გამოცდილება

უნარები და კომპეტენციები:

  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება
  • დეტალებზე მაღალი ყურადღება
  • ორგანიზაციული უნარები
  • კომუნიკაციის და კოორდინაციის უნარი
  • პროაქტიულობა და პასუხისმგებლობა
  • ვადების კონტროლის უნარი