სამშენებლო მოედნის მენეჯერი- ბათუმი — ამბასადორი ბათუმი

ამბასადორი ბათუმი — ლოგო
ამბასადორი ბათუმი

სამშენებლო მოედნის მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მოედნის მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში;
  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიაში ან შესაბამის სფეროში;
  • მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
  • ლიდერული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი ორგანიზაციული და პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • ენები: ქართული - სავალდებულო, ინგლისური - სამუშაო დონეზე, რუსული ან თურქული - პლიუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა ობიექტზე;
  • სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა დამტკიცებული გრაფიკებისა და ვადების შესაბამისად;
  • სამშენებლო პროცესების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
  • სუბკონტრაქტორების და სამუშაო ჯგუფების მართვა და კოორდინაცია;
  • ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მონიტორინგი და პრობლემების დროული გადაჭრა;
  • ტექნიკურ გუნდებთან (ინჟინრები, დიზაინი, ტექნიკური ოფისი) კოორდინაცია;
  • სამუშაოების პროგრესის კონტროლი და ანგარიშგება მენეჯმენტთან;
  • რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა (მასალები, სამუშაო ძალა, ტექნიკა);
  • სამშენებლო დოკუმენტაციისა და პროცესების შესაბამისობის კონტროლი.

გისურვებთ წარმატებას!