სამშენებლო მოედნის მენეჯერი
Ambassadori Island Batumi აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მოედნის მენეჯერის პოზიციაზე.
Ambassadori Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა–ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კვების უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში;
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიაში ან შესაბამის სფეროში;
- მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
- ლიდერული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება;
- ძლიერი ორგანიზაციული და პრობლემის გადაჭრის უნარები;
- ენები: ქართული – სავალდებულო, ინგლისური – სამუშაო დონეზე, რუსული ან თურქული – პლიუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა ობიექტზე;
- სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა დამტკიცებული გრაფიკებისა და ვადების შესაბამისად;
- სამშენებლო პროცესების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
- სუბკონტრაქტორების და სამუშაო ჯგუფების მართვა და კოორდინაცია;
- ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მონიტორინგი და პრობლემების დროული გადაჭრა;
- ტექნიკურ გუნდებთან (ინჟინრები, დიზაინი, ტექნიკური ოფისი) კოორდინაცია;
- სამუშაოების პროგრესის კონტროლი და ანგარიშგება მენეჯმენტთან;
- რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა (მასალები, სამუშაო ძალა, ტექნიკა);
- სამშენებლო დოკუმენტაციისა და პროცესების შესაბამისობის კონტროლი.
უპირატესობები:
- უფასო კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში