სამშენებლო ინჟინერი/სტაჟიორი
"დუბექსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ინჟინერი/სტაჟიორი.
მოვალეობები:
- მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროექტების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში დახმარება;
- პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
- შესასრულებელი/ შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვა და აღრიცხვა;
- საჭირო სამშენებლო მასალების რაოდენობების განსაზღვრა და შესაბამისი მოთხოვნების მომზადება;
- შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციის/ ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების ზედამხედველობა და ანგარიშის მომზადება;
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან;
- სამუშაოების დროულად და პროექტით განსაზღვრული ხარისხით დასრულების უზრუნველყოფა;
- პროექტის გუნდთან და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- MS Excel-ისა და MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სამშენებლო და საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.