სამშენებლო დირექტორი
APART Development აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო დირექტორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"APART Development" არის სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული პროექტების განვითარებას.
პოზიციის აღწერა:
სამშენებლო დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამშენებლო პროექტების სრულ მართვაზე, სამუშაოების დაგეგმვასა და კოორდინაციაზე, ვადებისა და ხარისხის კონტროლზე, ასევე კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ეფექტურ თანამშრომლობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვა და მართვა;
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია;
- ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა და კონტროლი;
- სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
- პროექტის ბიუჯეტის, რესურსებისა და შესრულების მონიტორინგი;
- ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამის სფეროში;
- სამშენებლო სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-10 წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერული გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Word-ისა და MS Excel-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- ArchiCAD-ის ცოდნა;
- ძლიერი ლიდერული, საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და სტაბილურ სამუშაო გარემოს.