სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს ვაკანსიას: სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების ტექნიკური მართვა და კოორდინაცია.
- სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან, ტექნიკურ დავალებასთან და ნორმებთან.
- სამშენებლო პროცესების დაგეგმვა და მონიტორინგი.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის კონტროლი.
- საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი.
- ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია.
- სამშენებლო ჟურნალებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება სპეციალობით — სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა.
- შესაბამისი დიპლომის წარმოდგენა სავალდებულოა.
- სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
- სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა.
აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტები:
- CV / რეზიუმე.
- პირადობის მოწმობის ასლი.
- საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/06/2026.