სამრეცხაოს თანამშრომელი- ბათუმი
იელთი ჯგუფი და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას სამრეცხაოს თანამშრომლის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი, რეჯებ ნიჟარაძის 18
სამუშაო გრაფიკი: 00:00-09:00 (კვირაში 2 დღე დასვენება-სეზონური)
ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს თეთრეულის რეცხვა, გაწურვა, გაშრობა და დაორთქვლა.
- უნიფორმების და პერსონალის ტანსაცმლის მოვლა.
- თეთრეულის დახარისხება, დასაწყობება და დარიგება.
- სამრეცხაოს სივრცის სისუფთავის დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.