სამრეცხაოს მომსახურე პერსონალი- ბათუმი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სამრეცხაოს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას
ძირითადი მოვალეობები:
- თეთრეულის მიღება, დათვლა და შესაბამისი წესით დახარისხება;
- თეთრეულის გარეცხვა, გაშრობა და დაუთოება;
- სხვადასხვა ტიპის ქსოვილისთვის შესაბამისი სარეცხი საშუალებებისა და რეჟიმების გამოყენება;
- თეთრეულის სისუფთავისა და ხარისხის კონტროლი;
- დაზიანებული ან ლაქიანი თეთრეულის გამოვლენა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- სამრეცხაოს დანადგარებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა;
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სამუშაო პროცესში ხელმძღვანელის მითითებებისა და შიდა წესების დაცვა.
უნარები:
- პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- სამრეცხაოს ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
- ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წახალისებებსა და ჯილდოებს;
- GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
- ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
- 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
- 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.