სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველი — გარანტი ჯგუფი

გარანტი ჯგუფი — ლოგო
გარანტი ჯგუფი

სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გარანტი ჯგუფი" garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამონტაჟო ჯგუფების კოორდინაცია ობიექტზე;
  • პროექტის ფარგლებში სამონტაჟო სივრცის მონიტორინგი და ტექნიკური დეტალების გავლა;
  • ობიექტზე სამონტაჟო სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრა პასუხისმგებელ პირებთან ერთად კოორდინაციაში;
  • ობიექტებზე სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ობიექტებზე მიმდინარე სამონტაჟო პროცესის მუდმივი მეთვალყურეობა;
  • სამუშაოებში ხარვეზის დროული აღმოჩენა, შესაბამისი რეაგირება და მოგვარება პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
  • ობიექტებზე სამონტაჟო ჯგუფების, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
  • სიმაღლეზე და სხვა მაღალი რისკის სამუშაოების უსაფრთხოების კონტროლი;
  • სამონტაჟო ჯგუფების და კონტაქტორების საქმიანობის კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამშენებლო სფეროში მშენებლობებზე მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ძირითადი საკითხების ცოდნა;
  • სასურველის შრომის უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება;
  • მართვის გამოცდილება და უნარები;
  • გუნდური მუშაობის, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!