სამონტაჟო პროექტების მენეჯერი- რუსთავი — კანო

კანო — ლოგო
კანო

სამონტაჟო პროექტების მენეჯერი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კანო" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ქალაქი: რუსთავი

სრული განაკვეთი

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-დან 17:30-მდე); შაბათი: 09:30-

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან ტექნიკურ მიმართულებით;
  • ლითონკონსტრუქციების წარმოების ან მონტაჟის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური და სამშენებლო ნახაზების თავისუფლად წაკითხვის უნარი;
  • სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • AutoCAD-ის ან/და სხვა საინჟინრო პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მივლინებებში მუშაობის მზაობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამონტაჟო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • მიმდინარე ობიექტების რეგულარული მონიტორინგი და სამუშაო პროცესის შეფასება;
  • სამონტაჟო სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ ნახაზებთან და სპეციფიკაციებთან;
  • მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების ანალიზი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება;
  • სამონტაჟო ჯგუფების კოორდინაცია და სამუშაოს ეფექტიანობის კონტროლი;
  • სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • დამკვეთებთან, ტექნიკურ პერსონალთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
  • ობიექტებზე არსებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
  • მივლინებებში მუშაობის მზაობა.

უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • ფიტპასი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ