სამეურნეოს სამსახურის თანამშრომელი — მეგალაინი

მეგალაინი

სამეურნეოს სამსახურის თანამშრომელი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეოს სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რაფიელ აგლაძის 15 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი "
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 ან 6 დღე
ანაზღაურება: 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი - 1000 ლარი, 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი - 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეასრულოს ყველა აუცილებელი მექანიკურ/ტექნიკური სამუშაო: საკეტების შეკეთება, ონკანების შეკეთება, გამოცვლა, ფილების შეცვლა და სხვა;
  • საღამოს საათებში განათება გადაიყვანოს ეკონომიურ რეჟიმზე;
  • ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას;
  • ყურადღება მიაქციოს პავილიონებში ელ. ხელსაწყოების და განათების გამართულ მუშაობას, ასევე გარე განათებას;
  • გააკონტროლოს გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები. გათბობა-გაგრილების სისტემა ირთვება და ითიშება ამინდის ცვლილების მიხედვით;
  • ყოველ თვე შეამოწმოს სახანძრო ჰიდრანტების გამართული მუშაობა;
  • ყურადღება მიაქციოს გენერატორის გამართულ მუშაობას;
  • მოახდინოს სამეურნეო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ხელსაწყო იარაღებისა და სათადარიგო ნაწილების ინვენტარიზაცია.
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
  • განათლება და გამოცდილება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად
  • დროის სწორად მართვა
  • გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი