სამეურნეო სპეციალისტი- ბათუმი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
BET25 აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
უშუალო ხელმძღვანელი: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, აღმოფხვრა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- შენობა-ნაგებობაში არსებული დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება (კომპეტენციის ფარგლებში);
- სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
- ელექტრომეურნეობის მომსახურება;
- სანტექნიკური სამუშაოების წარმოება;
- ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- უშუალო უფროსისა და მენეჯერებისგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- ელექტროსისტემის მინიმალური მოთხოვნების ცოდნა;
- სანტექნიკური სამუშაოების გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი.