სამეურნეო სპეციალისტი — სქაიტელი

სქაიტელი — ლოგო
სქაიტელი

სამეურნეო სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 23ა

დაქვემდებარება: ოფისის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; ცვლადი გრაფიკი, წინასწარი შეთანხმებით. კვირაში არაუმეტეს 20 სთ.

ანაზღაურება: 1000 ლარი (Net).

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებითი სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისებზე 50 % - იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის სივრცეებში სხვადასხვა სახის სამეურნეო სამუშაოების ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის კონტრაქტორის მოძიება და შეთანხმება;
  • გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • სამეურნეო ინვენტარის მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით, შეკვეთის მოთხოვნა/შესყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია პროფესიული განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი;
  • ქართულის ენის გამართულად ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:

  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიზის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებული.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!