სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი- ქუთაისი
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
- თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტლის ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო გადაადგილება;
- სამსახურებრივი ავტომობილის მართვა ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად;
- მცირე სამეურნეო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ნათურების, საკეტის და მსგავსი ელემენტების შეცვლა/შეკეთება);
- შენობისა და ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- ავარიული და წვრილმანი დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- ტექნიკური და სამეურნეო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;