სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი — ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰოსპიტალის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკური და სამეურნეო გამართულობის უზრუნველყოფა;
  • შენობაში არსებული დაზიანებებისა და ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
  • ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა;
  • უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა სამეურნეო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა.

პიროვნული უნარები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.