სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
"პაბ ინვესტი" - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.
"პაბ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
- სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება (სანტექნიკა, სამღებრო სამუშაოები);
- წვრილმანი ინვენტარის შეკეთება;
- ხარვეზების დროული აღმოჩენა და პრობლემების ეფექტური აღმოფხვრა;
- მიღებული ტვირთების დასაწყობება და განაწილების პროცესში მონაწილეობა;
- ეზოსა და მცენარეების მოვლა-პატრონობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამოცდილება სანტექნიკურ და სამღებრო სამუშაოებში;
- გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
- ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
გთავაზობთ:
- განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;