სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 260-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.
კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათი
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრო გაყვანილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიაში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობების მოგვარება კომპენტენციის ფარგლებში;
- წვრილმანი სანტექნიკა;
- შენობაში არსებული კარის საკეტების, სახელურებისა და კარების გამართული მუშაობის რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; (სასურველია ტექნიკური განხრით)
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (სამსახურისთვის საჭირო საწვავის ხარჯი ანაზღაურდება)
- მართვის მოწმობა (B, B1 კატეგორია)
დამატებითი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელური;
- მიზანდასახული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მზარდი შრომითი ანაზღაურება;
- კომფორტული სამუშაო გარემო.
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვ"ენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც