სამეგრელოს რეგიონული მენეჯერის დამხმარე — ნავთობკომპანია ქონექთი

ნავთობკომპანია ქონექთი — ლოგო
ნავთობკომპანია ქონექთი

სამეგრელოს რეგიონული მენეჯერის დამხმარე

₾2000 ₾ ახალი ზუგდიდი · ადგილზე სრული განაკვეთი

ნავთობკომპანია „ქონექთი“ (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ქონექთი აცხადებს ვაკანსიას სამეგრელოს რეგიონული მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: რეგიონული მენეჯერის მხარდაჭერა სადგურების ყოველდღიური ოპერირების, მომსახურების ხარისხის, გაყიდვების, მარაგების, გუნდის და ანგარიშგების მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 2000 ლარი (net);
  • ადგილმდებარეობა: სამეგრელო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საოპერაციო მართვა

  • რეგიონის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • სადგურების უწყვეტი 24/7 ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მარაგების (საკანცელარიო, ტექნიკური, სამეურნეო) კონტროლი და შევსების დაგეგმვა;
  • ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • საწვავისა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია და შესაბამისი ანგარიშგება;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • სერვისის ხარისხისა და მომხმარებელთა მომსახურების მონიტორინგი;
  • ვიდეო მონიტორინგის შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • ავტოგასამართი სადგურების პერიოდული ადგილზე შემოწმება (არაუგვიანეს ყოველ 10 დღეში ერთხელ);
  • დეტალური წერილობითი ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის.

გუნდის მართვა

  • სადგურებში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • დისციპლინარული ნორმების მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • მოტივაციის, როტაციის, დაწინაურებისა და დისციპლინარული ღონისძიებების მართვა;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის განვითარებასა და ტრენინგებში ჩართულობა;
  • რთული და კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • მენეჯერებთან რეგულარული თათბირების დაგეგმვა და ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვების სფეროში ან ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული უნარები:

  • გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.