სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/
სამუშაო აღწერილობა:
სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი პასუხისმგებელია ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო ზარალების მართვის პროცესის ოპერაციულ და ხარისხობრივ მართვაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემთხვევების დროული, სამართლიანი, ეფექტიანი განხილვა და გადაწყვეტა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო ზარალების ოპერაციული მართვაში უშუალო მონაწილეობა;
- ზარალების განხილვის, შეფასებისა და ანაზღაურების პროცესის ეფექტიანობის, ხარისხისა და დროულობის უზრუნველყოფა;
- რთული შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- სამედიცინო ხარჯების, ზარალიანობისა და ფინანსური რისკების კონტროლი
- სამედიცინო მომსახურებების დასაბუთებულობისა და ანაზღაურების შესაბამისობის ზედამხედველობა
- პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობა და მომსახურების სასურველი პირობებზე შეთანხმება.
- საგარანტიო წერილებისა გაცემა და პროცესების ეფექტური მართვა;
- კორპორაციული კლიენტების საკონტაქტო პირებთან კომუნიკაცია;
- მომსახურების ხარისხის, შესრულებისა ინდიკატორების და ოპერაციული სტანდარტების მონიტორინგი.
- სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, მართვა და შესრულების კონტროლი;
- მენეჯერული ანგარიშგების, ანალიტიკისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მართვა
- კომპანიის შიდა პოლიტიკებთან, მარეგულირებელ მოთხოვნებთან და კონფიდენციალურობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
განათლება და გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- MS Office პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
- გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
- პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 2500 ლარი + ბონუსი (შესრულების ინდიკატორების მიხედვით)