სამედიცინო წარმომადგენელი- თბილისი, რეგიონები
ფარმაცევტული კომპანია "ნიუ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და სამეგრელოში.
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და ფარმაცევტებთან
- კომპანიის პროდუქტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
- შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური რეპორტინგი
- კომპანიის პროდუქტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.
აუცილებელი უნარები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- სწორი და შედეგიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- პრეზენტაბელურობა
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის, ან ფარმაცევტული ფაკულტეტი
- ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერის ცოდნა (საოფისე პროგრამები)