სამედიცინო წარმომადგენელი- თბილისი, ბათუმი
ფარმაცევტული კომპანია "პრაიმ ლაინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი
გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- პროდუქციის პრეზენტაცია და პოპულარიზაცია ექიმებთან და ფარმაცევტებთან
- ახალი ექიმების მოძიება და არსებული ბაზის მართვა
- გაყიდვების გეგმის შესრულება
- რეგულარული ანგარიშგება შესრულებული სამუშაოს შესახებ
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება
- გაყიდვების გამოცდილება სამედიცინო სფეროში - გინეკოლოგია, დერმატოლოგია, პედიატრიის მიმართულებები უპირატესობად ჩაითვლება
- უმაღლესი განათლება (სამედიცინო მიმართულებით უპირატესობად ჩაითვლება)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის უნარი
- ინიციატივის უნარი
პირობები:
- ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- სრული სამუშაო განაკვეთი: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
- კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური საბონუსე სისტემა
- საქალაქო სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
- საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე