სამედიცინო წარმომადგენელი- შიდა ქართლის რეგიონი — ფარმაცევტული კომპანია

ფარმაცევტული კომპანია

სამედიცინო წარმომადგენელი- შიდა ქართლის რეგიონი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე: შიდა ქართლის (ხაშური, გორი, ქარელი) რეგიონში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა;
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:

  • ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ