სამედიცინო წარმომადგენელი- რეგიონები
ფარმაცევტული კომპანია "Cordex - კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
მდებარეობა: სამეგრელო, აჭარა, შიდა ქართლი (გორი-ხაშური), კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი).
სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო აღწერილობა:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში აფთიაქებში.
- პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
- საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი).
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
- სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.
- ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.
გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე.
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
სოციალური პაკეტი: სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა.
სხვა: სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.