სამედიცინო წარმომადგენელი- ქუთაისი, ბათუმი — არდი ფარმა

არდი ფარმა

სამედიცინო წარმომადგენელი- ქუთაისი, ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია არდი ფარმა, რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი

გრაფიკი: სრული განაკვეთი

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.

საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

საგამოცდო პერიოდის შემდეგ:

  • ზრდადი ანაზღაურება, ყოველთვიური/კვარტალური პრემიული სისტემა დამოკიდებული იქნება დაგეგმილი გაყიდვების შედეგებზე.
  • სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები).

სამუშაოს აღწერილობა:

  • სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
  • კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
  • მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
  • ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სამედიცინო განათლება;
  • წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ