სამედიცინო წარმომადგენელი- ქუთაისი — Olainfarm

Olainfarm

სამედიცინო წარმომადგენელი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია "ოლაინფარმი" წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.

სამედიცინო წარმომადგენელი

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
  • კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
  • სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
  • სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
  • მივლინება ახლომდებარე ქალაქებში

საბაზო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
  • ავტომობილის მართვის მოწმობა
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • მოქნილ საბონუსე სქემას
  • ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
  • კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ