სამედიცინო წარმომადგენელი- იმერეთი — ლე ლაბორატუა სერვიე

ლე ლაბორატუა სერვიე

სამედიცინო წარმომადგენელი- იმერეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა საქართველოში" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის რეგიონში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • რეგიონალურ მენეჯერთან შეთანხმებით ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სააფთიაქო ქსელებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
  • კომპანიის პროდუქტების შესახებ ექიმებისთვის სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება;
  • სამიზნე აუდიტორიასთან საპრომოციო ღონისძიებების, მრგვალი მაგიდების და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
  • შესაბამის სამედიცინო მიმართულებაში სამეცნიერო სიახლეების გაცნობა და შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
  • თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
  • ადმინისტრაციული საქმიანობა და ყოველდღიური აქტივობების ასახვა სისტემაში;
  • კომპანიის პრომოციის მიზნით აუცილებელი სხვა აქტივობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

დამატებითი უნარები (Soft Skills):

  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
  • შედეგებზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
  • მოქნილობა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.

კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიულ და კარიერულ ზრდის შესაძლებლობებს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიის ავტომანქანას (საწვავის ლიმიტით);
  • პროფესიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო გამოცდილებასა და მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერას;
  • შიდა ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებში მონაწილეობას;
  • თანამედროვე საოფისე რესურსებსა და სამუშაო ინსტრუმენტებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი.

აპლიკაციების განხილვა იწარმოებს განაცხადების მიღების პარალელურად.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობისთვის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ