სამედიცინო წარმომადგენელი- იმერეთი
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.
სამუშაოს აღწერილობა:
- რეგიონულ მენეჯერთან შეთანხმებით ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სააფთიაქო ქსელებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
- კომპანიის პროდუქტების შესახებ ექიმებისთვის სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება;
- სამიზნე აუდიტორიასთან საპრომოციო ღონისძიებების, მრგვალი მაგიდების და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
- შესაბამის სამედიცინო მიმართულებაში სამეცნიერო სიახლეების გაცნობა და შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
- თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
- ადმინისტრაციული საქმიანობა და ყოველდღიური აქტივობების ასახვა სისტემაში;
- კომპანიის პრომოციის მიზნით აუცილებელი სხვა აქტივობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დამატებითი უნარები (Soft Skills):
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
- შედეგებზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
- მოქნილობა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.
კომპანია გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომპანიის ავტომანქანას (საწვავის ლიმიტით);
- პროფესიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- საერთაშორისო გამოცდილებასა და მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერას;
- შიდა ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებში მონაწილეობას;
- თანამედროვე საოფისე რესურსებსა და სამუშაო ინსტრუმენტებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
საგანში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო წარმომადგენელი"