სამედიცინო წარმომადგენელი — 4Hospitals

4Hospitals — ლოგო
4Hospitals

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

4Hospitals სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით და ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახური, ექიმები, ექთნები) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის წარდგენა
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და ახალი კლიენტების მუდმივად დამატება
  • სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი
  • ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება და ბაზრის კვლევის ჩატარება
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი
  • შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა

ძირითადი უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს
  • კარიერული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას, კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილების შესაბამისად

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ