სამედიცინო წარმომადგენელი — ამაქსა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ამაქსა

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია "ამაქსა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის აღწერა:

სამედიცინო წარმომადგენელი პასუხისმგებელია კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვებზე სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში. როლი მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, ბაზრის ანალიზს და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობას.

მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება განსაზღვრული განრიგის მიხედვით;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • პროდუქციის გაყიდვების მართვა განსაზღვრული გეგმის შესაბამისად;
  • კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება;
  • სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის შეფასება, ტენდენციების ანალიზი და ბაზრის მონიტორინგი;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გინეკოლოგიის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საკუთარი ავტომობილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
  • ავტომობილის, საწვავის და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
  • პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;

უნარ-ჩვევები:

  • ავტონომიურად მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების ეფექტური უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

ჩვენ მოგიძებნით სამედიცინოს ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სამედიცინოს ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ