სამედიცინო წარმომადგენელი — მედიქალ ვორლდი

მედიქალ ვორლდი

სამედიცინო წარმომადგენელი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ.N3

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00)

ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზემოთ გამოცდილების მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:

  • პოტენციური მომხმარებლისთვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
  • არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება;
  • მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
  • კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
  • საბაზრო ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება;
  • ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://mworld.ge.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ