სამედიცინო წარმომადგენელი — Olainfarm

Olainfarm

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია "ოლაინფარმი" წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.

პოზიცია: სამედიცინო წარმომადგენელი

ქალაქი: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
  • კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
  • სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
  • სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
  • მივლინება ახლომდებარე ქალაქებში

საბაზო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერით მუშაობის უნარი (MS office)
  • ავტომობილის მართვის მოწმობა
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო სამუშაოს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • მოქნილ საბონუსე სქემას
  • ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
  • კორპორაციულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორაციული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება)

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ