სამედიცინო წარმომადგენელი
დოქტორ მიულერ ფარმა წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს ჩეხეთის რესპუბლიკაში 30 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად, კომპანიაში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 45 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტების პროფესიული წარდგენა სამიზნე აუდიტორიასთან - ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებში;
** ექიმებთან და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
** ფარმაცევტებთან, სააფთიაქო პერსონალთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა შესაბამის წარმომადგენლებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება კომპანიის პროდუქციის ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით;
** სამიზნე აუდიტორიისთვის პროდუქტების სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტურად წარდგენა;
** განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვიზიტების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება;
** ახალი კომერციული შესაძლებლობების გამოვლენა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის, ბაზარზე წარმოდგენისა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების მიზნებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე მუშაობა;
** ჯანდაცვის პროფესიონალების საჭიროებების, კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის შედეგებისა და ბაზარზე არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის რეგულარული შეგროვება და კომპანიის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** პროდუქციის გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** სამედიცინო კონფერენციებში, სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
** შესრულებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება;
** სამუშაო აქტივობების დამოუკიდებლად დაგეგმვა, პრიორიტეტული სამიზნე ობიექტების განსაზღვრა და შეთანხმებული მიზნების შესრულება კომპანიის ხელმძღვანელთან კოორდინაციით.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მედიცინის ან ფარმაცევტული მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროისა და აქტივობების ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მართვის მოწმობის და საკუთარი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში;
** საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ სამოტივაციო სისტემას;
** კორპორატიულ პაკეტს;
თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე რეზიუმეს სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: "სამედიცინო წარმომადგენელი". მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.