სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე (თბილისი).
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან.
- კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან.
- სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია).
- კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება.
- გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა, შედეგის შეფასება).
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს).
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება.
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარები და კომპეტენციები:
- ათვისებისა და განვითარების უნარი.
- შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.
- კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი.
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
- შედეგზე ორიენტირებულობა.
- გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.