სამედიცინო წარმომადგენელი — უნო გრუპი

უნო გრუპი — ლოგო
უნო გრუპი

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "უნო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
  • ვიზიტის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;
  • საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
  • სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ.: მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
  • სამიზნე აუდიტორიასთან მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე;
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ საბონუსე სისტემას;
  • სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ