სამედიცინო წარმომადგენელი
საბავშვო და პირადი მოხმარების სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია შპს "Diamti", რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ეძებს გუნდის ახალ წევრს, სამედიცინო წარმომადგენელს.
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით და პოტენციური კლიენტების მოძიება
- აქტიური თანამშრომლობა ექიმებთან წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით
- კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახური, ექიმები და სხვა) შეხვედრების დაგეგმვა, კომპანიის პროდუქციის წარდგენა და მათთვის სასურველი ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაცის მიღება და დამუშავება.
- არსებული თანამშრომლობის შენარჩუნება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- ხშირი მივლინებები საქართველოს ტერიტორიაზე
- ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტული გარემოს ანალიზი.
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
- რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან შესრულებული საქმიანობის შესახებ.
ძირითადი უნარები:
- პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და ურთიერთობების მართვის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას+გამჭვირვალე საბონუსე სისტემას შესრულებული შედეგების მიხედვით;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- საჭირო სამუშაო რესურსებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას