სამედიცინო წარმომადგენელი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, რეგიონები
მთავარი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
- კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება, ჩატარება;
- გაყიდვების დაგეგმვა და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ექიმებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
- გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოა პრეზენტაციის წარდგენა საკუთარი მუშაობის პრინციპებისა და პროფესიული ხედვის შესახებ;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების (MS Office და სხვა) ცოდნა.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
- მაღალი ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ინიციატივის გამოვლენის მზადყოფნა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სტრესულ და დინამიკურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად;
- გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე;
- ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი, შემდგომში ზრდადი ბონუსების მექანიზმით.