სამედიცინო წარმომადგენელი — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
  • კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
  • პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
  • ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
  • მოწესრიგებული და პუნქტუალური;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ